ავღანეთში ვითარების გამწვავების პარალელურად, ყაზახეთმა ჯარი საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა

ავღანეთში ვითარების გამწვავების გამო, ყაზახეთის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მდგომარეობაშია მოყვანილი.

 

როგორც ქვეყნის თავდაცვის პრესსამსახურში განმარტეს, “მიღებულია გადაწყვეტილება სიფხიზლის გასაძლიერებლად”.

 

გადაწყვეტილება, პირველ ყოვლისა, შეეხო, სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებს, ფრონტისა და სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციას, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას. თავდაცვის მინისტრმა, ნურლან ერმეკბაევმა თათბირი გამართა და სამხედროებს ამოცანა დაუსახა აწარმოონ მონიტორინგი და ანალიზი რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

 

ასევე, აწარმოონ სამხედროებისა და სპეციალური საშუალებების 24-საათიანი მორიგეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები