ავღანელი სტუდენტებისთვის ბრიტანეთის სტიპენდიის გაცემა შეჩერდა
35 ავღანელი სტუდენტი დიდი ბრიტანეთის Chevening-ის სტიპენდიას ვერ მიიღებს, რომელიც მათ ქვეყანაში სწავლის შესაძლებლობას მისცემდა.
როგორც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ავღანეთში არსებული ვითარების გამო, სტუდენტების გამგზავრებისა და სწავლისთვის საჭირო მოსამზადებელი საქმეები დროულად ვერ გვარდება და დრო წლის ბოლომდეა საჭირო. საუბარია საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაზე.
თუმცა, მანამდე იყო ცნობილი, რომ სტუდენტებს სწავლა უკვე მომდევნო თვიდან უნდა დაეწყოთ.
BBC-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილებას მრავალი კრიტიკოსი გამოუჩნდა. მათი თქმით, ამორალურია, როცა, დაძაბულ ვითარებაში, სტუდენტებს სხვა ქვეყანაში გამგზავრებასა და სწავლაზე უარს ეუბნებიან.