ესპანეთში მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვიან – მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია (ფოტო)
ესპანეთის მთავრობამ ორი რეგიონიდან, სადაც ტყის ხანძრები მძვინვარებს, სულ მცირე, 800 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.
АР-ს ინფორმაციით, ორი თვითმფრინავი, ვერტმფრენები და 200-მდე მეხანძრეა გაგზავნილი ავილას პროვინციაში ხანძართან ბრძოლისთვის.
ასევე, ევაკუაცია მოხდა კასტილიისა და ლეონის რეგიონების რამდენიმე სოფლიდან.ობიექტზე. აღინიშნება, რომ ხანძარმა რეგიონებში ტყის 5000 ჰექტარი უკვე გაანადგურა.
ევაკუირებულია ხალხი ვალენსიის სოფელ აზუებარიდან, სულ 300 ადამიანი.
ხანძრის ქრობის პროცესში სამხედროებია ჩართული.
14 აგვისტოს ესპანეთში ჰაერის ტემპერატურის რეკორდი დამყარდა: დაფიქსირდა +47,2 გრადუსი.