თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა
თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 70-მდეა გაზრდილი.
ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მართვის სამმართველოში განაცხადეს.
ინფორმაციის თანახმად, კასტამონას პროვინციაში 60 ადამიანია დაღუპული, სინოპში – 9, კიდევ ერთი პირი ბართინის პროვინციაში გარდაიცვალა.
სტიქიის გამო, ბართინის პროვინციიდან 341 ადამიანია ევაკუირებული, კასტამონადან – 1 486, ხოლო აიაჯიქიდან – 560.
თურქეთში 11 აგვისტოს დაწყებულმა გადაუღებელმა წვიმებმა მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია.
ქვეყნის პრეზიდენტმა დაზარალებული რაიონები სტიქიური უბედურების ზონებად გამოაცხადა.