დავით ქართველიშვილი: ლიეტუვაში, გერმანიაში მიმდინარეობს დემონსტრანტების დარბევა, მაგრამ თქვენ ამის შესახებ ვერაფერს შეიტყობთ „ოპომედიისგან“, არასამთავრობო თუ ადამიანის უფლებათა დამცველებისგან

“სანამ „კოლონიზატირი“ დამამცირებლად და „არასერიოზულად“ გვექცევა, მისი „წონითი“ კატეგორიის პარტნიორებში – ლიეტუვაში, გერმანიაში მიმდინარეობს დემონსტრანტების დარბევა, ადამიანური მსხვერპლის ჩათვლით, ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლების, ხელკეტების გამოყენებით. საუბარი მიდის ათობით, ასობით დაკავებულებზე, დასახიჩრებულებზე, დაზარალებულ ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე. მაგრამ თქვენ ამის შესახებ ვერაფერს შეიტყობთ „ოპომედიის“ საშუალებებიდან, ჩვენი არასამთავრობო თუ ადამიანის უფლებათა დამცველი სექტორებიდან”, – ამის შესახწბ  ექსპერტი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტი  „ევრონიუსის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ დაარბიეს მანიფესტანტები, რომლებიც პანდემიის გამო სოციალური დისტანციის რეგულაციების დარღვევებისთვის დაჯარიმდნენ.

ცეისის“ შუშებიანი ევროდურბინდით რომ გვაკვირდებოდნენ – რამდენად კანონიერად და „ჰუმანურად“ ვამყარებდით წესრიგს შიდა არეულობების დროს, რის გამოც სახელმწიფო დეპარტამენტის ორგზის შეფასება (დადებითი) მიიღო ჩვენმა პოლიციამ – გვესმის თუ არა, რას ნიშნავს კანონის დაცვა და კონსტიტუციის ჩარჩოებში დარჩენა… მოკლედ, სანამ „კოლონიზატირი“ დამამცირებლად და “არასერიოზულად” გვექცევა, მისი „წონითი“ კატეგორიის პარტნიორებში – ლიეტუვაში, გერმანიაში მიმდინარეობს დემონსტრანტების დარბევა, ადამიანური მსხვერპლის ჩათვლით, ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლების, ხელკეტების გამოყენებით. საუბარი მიდის ათობით, ასობით დაკავებულებზე, დასახიჩრებულებზე, დაზარალებულ ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე. მაგრამ თქვენ ამის შესახებ ვერაფერს შეიტყობთ „ოპომედიის“ საშუალებებიდან, ჩვენი არასამთავრობო თუ ადამიანის უფლებათა დამცველი სექტორებიდან. რა გაეწყობა – მათ მაგივრობას გაგიწევთ“, – წერს ​ქართველიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები