ნინო გიორგობიანი: პრემიერის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონები, რომლებმაც ტოკიოს ოლიმპიადიდან ვერცხლის მედალი ჩამოიტანეს, ჯილდოდ 500 000 ლარს მიიღებენ
საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ, პრემიერის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონები, რომლებმაც ტოკიოს ოლიმპიადიდან ვერცხლის მედალი ჩამოიტანეს, ჯილდოდ 500 000 ლარს მიიღებენ.
“პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონები, რომლებმაც ტოკიოს ოლიმპიადიდან ვერცხლის მედალი ჩამოიტანეს, ჯილდოდ 500 000 ლარს მიიღებენ, ბრინჯაოს მედლის მფლობელების ჯილდო კი 250 000 ლარი იქნება”, – წერს გიორგობიანი.