გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 8 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 8 ფაქტიგამოავლინეს.
სამართალდარღვევებიდან 3 ხე–ტყის უკანონოტრანსპორტირების ფაქტია, 1 – ხე–ტყის უკანონომოპოვების და 4 – ხე–ტყის უკანონო მოპოვება–ტრანსპორტირების.
ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტებიგამოვლენილია ბორჯომისა და ახალციხისმუნიციპალიტეტებში. სოფლების – ანდეზიტის, მზეთამზესა და სხვილისის მიმდებარედ, მოქალაქეები შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშეახდენდნენ 4 კუბური მეტრი წიფლის სახეობის ხე–ტყის, 7 კუბურ მეტრამდე ფიჭვის სახეობის საშეშემერქნისა და 11 ერთეული ნაძვის სახეობისდაუფირნიშებელი მრგვალი მორისტრანსპორტირებას.
ხე–ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდაადიგენის მუნიციპალიტეტში. მოქალაქემ, სოფელზარზმის მიმდებარე, ტყეში უკანონოდ მოჭრა 3 ერთეული ნაძვის სახეობის ხე–მცენარე.
ხე–ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების4 ფაქტი კი, სამცხე–ჯავახეთის რეგიონულისამმართველოს თანამშრომლების მიერ, ადიგენისადა ბორჯომის მუნიციპალიტეტებშია გამოავლინეს.
ადიგენის სატყეო უბანში, ასევე დაბა წაღვერში დასოფლებში – ანდეზიტსა და მზეთამზეში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს ფიჭვისა დანაძვის სახეობის ხე–მცენარეები და მათგანმიღებული 1, 60 კუბური მეტრი საშეშე მერქნისა დაჯამში 43 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალიმორის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინეს.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგაადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებოქმები. იმ ფაქტებზე კი, სადაც სისხლის სამართლისდანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, შესაბამისმაუწყებამ გამოძიება დაიწყო.