დანია, მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაციის ფონზე, პირბადეებს ემშვიდობება
“მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი აცრილია, შეგვიძლია, პირბადეებს დავემშვიდობოთ”, – ამის შესახებ დანიის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დანიაში, მოსახლეობის 60 პროცენტის ორივე დოზით აცრის შემდეგ, ბოლო შეზღუდვაც მოიხსნა და ამიერიდან მოსახლეობას საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი შეეძლება ნიღბის გარეშე მგზავრობა.
„ჩვენ ახლა ისეთი ვითარება გვაქვს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილია და ცხოვრების ნორმალურ რიტმს ვუბრუნდებით. შეგვიძლია, დავემშვიდობოთ ნიღბებს ავტობუსებში, მატარებლებსა და მეტროში“, – განაცხადა ტრანსპორტის მინისტრმა, ბენი ენგელბრეხტმა.
დანიაში, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსით 2 555 ადამიანია გარდაცვლილი.