თამთა მეგრელიშვილი: ვარაუდი, რომ ,,ქართული ოცნება’’ ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტს მიიღებს, სავსებით საფუძვლიანია

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში ამომრჩეველთა ხმების 41,8 პროცენტი მიიღო. დღევანდელი მონაცემებით კი, ცხადია,
“ქართული ოცნების” რეიტინგი დედაქალაქში რამდენიმე პროცენტით გაიზარდა.
აქედან გამომდინარე, ვარაუდი, რომ პარტია ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტს მიიღებს, სავსებით საფუძვლიანია”, – ამის შესახებ  სოციალურ ქსელში საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი წერს.

მისი აზრით, ამ კვლევაზე დაყრდნობით დედაქალაქის საკრებულოში კახა კალაძის გუნდი ძლიერი და სტაბილური უმრავლესობით შევა.

,,ნიკანორ მელია პარლამენტში შევარდნის იდეით გამსჭვალული ზონდერი, ფეიკგმირი, მართალია, საარჩევნოდ კარგად “დავარცხნეს” მაგრამ მისი უნიჭოდ დაფოტოშოპებული ფოტო ლამის ტუჩსაცხით ბილბორდზე, მაინც უცვლელ “ლუზერს” ასახავს.
ის პირდაპირ პარტიისა და ოპოზიციის სახეა!
ნიკა მელია VS კახა კალაძე
და მერე სხვები უკვე ღიმილისმომგვრელია…
ვნახოთ, “ქართული ოცნების” შიდა კვლევებით რიცხვებში ასახული მერობის კანდიდატთა და პარტიული რეიტინგების შეწონილი მონაცემები :
კახა კალაძე – 66,2 პროცენტი
ნიკანორ მელია – 33,8 პროცენტი
ქართული ოცნება 46,3
ნაციონალური მოძრაობა 23,3
გირჩი – მეტი თავისუფლება 5,3
საქართველოსთვის 5,2
მოქალაქეები 3,3
სტრატეგია აღმაშენებელი 2,3
ლელო 2,3
პატრიოტთა ალიანსი 2,1
ევროპული საქართველო 1,4
გირჩი 1,2
ლეიბორისტული პარტია 0,9
ერთიანი საქართველო 0,8
სხვა პარტიები 5,6
გახსოვთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში ამომრჩეველთა ხმების 41,8 პროცენტი მიიღო.
დღევანდელი მონაცემებით კი ცხადია
“ქართული ოცნების” რეიტინგი დედაქალაქში რამდენიმე პროცენტით გაიზარდა.
აქედან გამომდინარე, ვარაუდი, რომ პარტია ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტს მიიღებს სავსებით საფუძვლიანია.
მაღალი პარტიული რეიტინგის პირობებში ასევე მოსალოდნელია, რომ „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს ათივე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში თბილისში, შესაბამისად, კვლევის თანახმად, კახა კალაძის გუნდი საკრებულოში ძლიერი და სტაბილური უმრავლესობით, კერძოდ, 50 წევრიდან 32 წევრით იქნება წარმოდგენილი.
სანამ ოპოზიცია საარჩევნო ბილბორდისთვის ფერისცვალებას ფოტოშოპით ცდილობს და სანამ ახალ მოწეულზე გაურკვეველი კანდიდატები გვეუბნებიან, რომ უნდა ვიფრინოთ, უნდა “ქართული ოცნება,, დამაჯერებლად იმარჯვებს”, – წერს facebook ზე თამთა მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები