მერკელი კიევში ვიზიტამდე პუტინს შეხვდება

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი რუსეთს ოფიციალური ვიზიტით 20 აგვისტოს ეწვევა.

ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა, შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მოსკოვში დაგეგმილია მერკელისა და პუტინის შეხვედრა.

ზაიბერტის თქმით, მერკელის ორივე ვიზიტის შესახებ დეტალები მომდევნო კვირას გასაჯაროვდება.

ამასთანავე, ცნობილია, რომ მერკელი კიევს 22 აგვისტოს ეწვევა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

მოსალოდნელია, რომ საუბრის მთავარი თემა გაზსადენ “ჩრდილოეთ ნაკად2” იქნება.

გარდა ამისა, უკრაინაში მერკელი ყირიმის პლატფორმის სამიტზეა მიწვეული, თუმცა, დაესწრება თუ არა გერმანიის კანცლერი ღონისძიებას, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები