აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ჯამურად, 86 035 ადამიანი აიცრა
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ჯამურად, 86 035-მა პირმა გაიკეთა.
უწყების ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსის 813 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აჭარაში კრიტიკულად მძიმედ მართვის სუნთქვაზე 18 პაციენტი იმყოფება.
კოვიდ კლინიკებში 860 პაციენტი მკურნალობს, ხოლო კოვიდ სასტუმროში – 1493, ონლაინ კლინიკაში კი 3793 პირი იმყოფება.
კორონავირუსით დღეს აჭარაში ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.