ვორონეჟში სამგზავრო ავტობუსი აფეთქდა, არის მსხვერპლი

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში სამგზავრო ავტობუსის აფეთქებას ერთი ქალის სიცოცხლეს შეეწირა, 17 ადამიანი დაშავდა.

ინფორმაციას ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრე გუსევი ავრცელებს.

სულ მცირე სამი ჰოსპიტალიზირებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

პაზი“-ს ტიპის სატრანსპორტო საშუალებაში აფეთქების მომენტში 35 მგზავრი იმყოფებოდა.

რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქების მიზეზი შესაძლოა, გაზი გამხდარიყო, რომლის საშუალებითაც ავტობუსი იმართება. თუმცა, გადამზიდავ კომპანიაში განაცხადეს, რომ მათი სატრანსპორტო საშუალებები დიზელზე მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები