ბრიტანეთში სროლას 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 10 წლის ბავშვია

ბრიტანეთის ქალაქ პლიმუტში სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, თავად თავდამსხმელი და 10 წლის ბავშვი.

ВВС-ის ინფორმაციით, ხუთი ადამიანი, მათ შორის, მსროლელი ადგილზე დაიღუპა, ერთი ქალი – საავადმყოფოში, სადაც ჭრილობებით მოათავსეს.

პოლიციის ცნობით, მომხდარის შედეგად დაღუპულია სამი ქალი, ორი მამაკაცი და ერთი მოზარდი.

თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელმა კერძო სახლის კარი შეამტვრია, შენობაში შეიჭრა და იქ მყოფი ქალი და მისი ქალიშვილი მოკლა. ამის შემდეგ, ის სახლის უკან მდებარე პარკისკენ გაიქცა, სადაც გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა.

თავდამსხმელის მოტივი და ვინაობა, ჯერჯერობით, უცნობია.

The Times -ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ, პოლიციის პირველადი შეფასებით, საუბარი საყოფაცხოვრებო შურისძიებაზეა. ძალოვან უწყებაში თქვეს, რომ სროლასთან დაკავშირებით სხვა დამნაშავეს არ ეძებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები