„თალიბანმა“ ავღანეთის სიდიდით მესამე ქალაქი, ჰერათი აიღო

რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის სიდიდით მესამე ქალაქი, ჰერათი აიღო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ (AFP) ავღანეთის უსაფრთხოების ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა და ქალაქის ადმინისტრაციამ ჰერათი დატოვეს.

მანამდე „თალიბანმა“ ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქის, ყანდაარის აღება გამოაცხადა.

რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის ტერიტორიის 65%-ს აკონტროლებს. დაახლოებით 400 000 ავღანელს იძულებით გადაადგილება მოუწია ბოლო თვეების განმავლობაში და ბოლო 10 დღის განმავლობაში, ასევე გაიზარდა ირანში გაქცეული ადამიანების რიცხვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები