საბერძნეთის სანაპიროსთან იახტა ჩაიძირა – ბორტზე 18 ადამიანი იმყოფებოდა

საბერძნეთის სანაპიროსთან, მილოსის კუნძულთან ხომალდი ჩაიძირა, რომლის ბორტზე 18 ადამიანი იმყოფებოდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩაიძირა 28-მეტრიანი იახტა, რომელიც ბრიტანეთის დროშის ქვეშ მიცურავდა.​ ​

ადგილზე სანაპირო დაცვის სამი საპატრულო გემია გაგზავნილი, ასევე, საბერძნეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავი და გემი.

მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები