ამერიკელი ექსპერტები: კორონავირუსის “იოტა”შტამი შესაძლოა, 82%-ით მომაკვდინებელი იყოს

ნიუ იორკში გამოვლენილი, კორონავირუსის “იოტა” შტამით გამოწვეული სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი შეიძლება, 82% -ით აღემატებოდეს არსებულ სხვა შტამებს.

ამის შესახებ ნათქვამია ნიუ იორკელი მეცნიერების კვლევის წინასწარ ვერსიაში, რომელიც გამოქვეყნდა ელექტრონული სამეცნიერო ბიბლიოთეკის medRxiv ვებსაიტზე.

მეცნიერების თქმით, 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის აპრილის პერიოდში B.1.526 შტამმა აჩვენა “ხანდაზმულებში სიკვდილის მნიშვნელოვნად გაზრდილი რისკი: 46%-ით 45-64 ასაკობრივ ჯგუფში; 82%-ით – 65-დან 74 წლამდე ადამიანებში და 62%-ით 75 წელს ზემოთ პირებში”.

მეცნიერთა აზრით, “იოტას” შტამი ასევე 15-25% -ით უფრო ინფექციურია, და შეუძლია იმუნური დაცვის გვერდის ავლა ვირუს გადატანილ პირებში 10% -ის შემთხვევაში.

“SARS-CoV-2-ის ახალ ვარიანტებს, როგორიცაა B.1.526, შეუძლია ინფექციურობის გაზრდა, თავიდან აიცილოს ადრე გამომუშავებული იმუნიტეტი და გაზარდოს დაავადების სიმძიმე”, – ამბობენ მეცნიერები.

ჯანმო-ში ივლისში გამოქვეყნებულ ეპიდემიოლოგიურ ბიულეტენში აცხადებდნენ, რომ ორგანიზაცია აკვირდება ვირუსის ახალი შტამების გამოჩენას. კერძოდ, კვირის განმავლობაში იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც “დელტა” ვრცელდება, გაიზარდა 96-დან 104 -მდე. 6 ივლისის მონაცემით, “ალფა” შტამი 173 ქვეყანაში ფიქსირდებოდა, “ბეტა” – 122 -ში, ხოლო “გამა” – 74 ქვეყანაში.

ჯანმო-ში ასევე ხაზი გაუსვეს, რომ აკვირდებიან “იოტა”-ს, “ეტა”-ს, “კაპა”-ს და “ლამბდა”-ს შტამებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები