ნათია თურნავა: დარგების, საზღვრების ჩაკეტვა, ტურიზმის შეჩერება, სარესტორნო, სასტუმროს ბიზნესის გაჩერება, ამ ზაფხულის სეზონზე გამოიწვევს ძალიან დიდ დარტყმას 

“დარგების, საზღვრების ჩაკეტვა, ტურიზმის შეჩერება, სარესტორნო, სასტუმროს ბიზნესის გაჩერება, ამ ზაფხულის სეზონზე გამოიწვევს ძალიან დიდ დარტყმას, ძირითადად ცალკეულ ოჯახებზე, ვინც ჩაბმულია ამ საქმიანობებში“,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიასთან ბრძოლაში გამოსავალი ვაქცინაციაა.

“გუშინ ჩვენ გვქონდა კოვიდსაბჭო. ჩვენ განვიხილეთ ძალიან დეტალურად ყველა შესაძლებლობა. კვლავაც ვჯერდებით იმაზე, რომ დარგების ჩაკეტვა, საზღვრების ჩაკეტვა, ტურიზმის შეჩერება, სარესტორნო, სასტუმროს ბიზნესის გაჩერება, ამ ზაფხულის სეზონზე გამოიწვევს ძალიან დიდ დარტყმას ძირითადად ცალკეულ ოჯახებზე, ვინც ჩაბმულია ამ საქმიანობაში და ეს არის ისეთი დარგები, რომელიც ასაქმებს ძალიან ბევრ ადამიანს. ეს დაარტყამს ჩვენს ეკონომიკას, რომელმაც სულ ახლახანს დაიწყო გამოცოცხლება. ეს ხომ ჩვენი ადამიანის დასაქმებაა, ეს ხომ ადამიანების შემოსავლებია. ჩვენს ბიუჯეტს აღარ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მეორე, მესამე წელს სუბსიდია განახორციელოს, შეინახოს ოჯახები. ეს წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, არის საშუალება დღეს ეკონომიკამაც იფუნქციონიროს, ყველა აიცრას მაქსიმალურად და შესაბამისად, ეს პრობლემაც ასე იქნება გადატეხილი. ამას აკეთებს მთლიანად მსოფლიო და ამას ვაკეთებთ ჩვენ”, – აცხადებს ნათია თურნავა “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები