აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

ქედის მუნიციპალიტეტში, აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. ხიდის სიგრძე 72 მეტრს, ხოლო სიგანე 8 მეტრს შეადგენს.
სამუშაოები სპეციალური ტექნიკით, ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასრულებს.
ამ ეტაპზე ხიდის საყრდენი ბურჯების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.
ახალი ხიდით სოფელ აბუქეთას, კანტაურასა და ტიბეთას მოსახლეობა ისარგებლებს. ხიდი სხვადასხვა ტურისტულ მარშუტზე, ტურისტების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
მიმდინარე სამუშაო პროცესს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე, მოადგილეებთან და სპეციალისტებთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები