ზურაბ ქადაგიძე – გახარიას: ღალატი არ “პრავდება”, ბატონო გიორგი, უღალატეთ ხალხს, ამომრჩეველსა და ქვეყანას
“ღალატი არ “პრავდება”, ბატონო გიორგი! თუ გგონიათ, რომ “ქართულ ოცნებას” რაიმე დაუშავეთ, ძალიან ცდებით”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე ყოფილ პრემიერზე, გიორგი გახარიაზე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, გახარიამ ქართველ ხალხსა და ქვეყანას უღალატა.
“ღალატი არ “პრავდება”, ბატონო გიორგი!
თუ გგონიათ, რომ ,,ქართულ ოცნებას,, რაიმე დაუშავეთ, ძალიან ცდებით…
პირველ ყოვლისა, უღალატეთ ხალხს, ამომრჩეველსა და ქვეყანას..
ვერაფერი “გააპრავებს” თქვენს საქციელს, როდესაც მელიას გამო თანამდებობა დატოვეთ..
ნუ ჩათვლით მოსახლეობას სულელად. ყველამ ყველაფერი კარგად იცის. რამდენიც უნდა ეცადოთ საკუთარი მოღალატეობრივი საქციელის გამართლებას,არაფერი გამოგივათ!
“ნაცებს დაგამთავრებთო” – ტრიბუნიდან ეძახოდი და მიშა სააკაშვილისთვის სასარგებლო იდიოტის როლი ითამაშე, როდესაც გადადგომით მთელს რადიკალურ ოპოზიციას “სპეკულაციის” საშუალება მიეცი.
სამწუხაროდ, გასაგებია ის კომპლექსი, რაც თქვენ გაწუხებთ და მუდმივ თავის მართლების რეჟიმში გაგდებთ, რომ მოღალატე არ ხართ…
თუმცა, ფაქტები პირიქით მეტყველებს…”, – წერს ქადაგიძე.