ლეღვის ფოთლების ნახარშით მიღებული დამწვრობებით ხეჩინაშვილის კლინიკაში 12 და 15 წლის დები მოათავსეს

ორი არასრულწლოვანი ლეღვის ნახარშით მიღებული დამწვრობებით საავადმყოფოშია მოთავსებული. 12 და 15 წლის დები  თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში ზუგდიდიდან გადმოიყვანეს.

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განმარტებით, მოზარდებს 20- და 40%-იანი დამწვრობები აქვთ მიღებული.

“გუშინ, გამთენიისას ქალაქ ზუგდიდიდან გადმოყვანილ იქნა 2 გოგონა – 15 და 12 წლის, დედმამიშვილები. ორივე მათგანს აღენიშნება ლეღვის ფოთლების ნახარშით მიღებული ქიმიური დამწვრობა. ერთთან არის 20%, მეორესთან არის 40%. ამ წუთისათვის მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, საკმაოდ სერიოზული ტრავმა აქვს ორივეს. ლეღვის ფოთლების ნახარშის გამოყენება და დამწვრობა არის ერთი და იგივე, მას რუჯთან არანაირი კავშირი არ აქვს”, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები