ნათია თურნავა: Fitch-ის მიერ საქართველოსთვის სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ასახავს გაზრდილ ნდობას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან

“Fitch-ის მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ასახავს უფრო გაზრდილ ნდობას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის კარგი საწინდარი, რომ წლის ბოლოს ქვეყანას ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდეს.

„გამოვეხმაურები საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც ჩვენ სუვერენული საკრედიტო რეიტინგი იგივე დაგვიტოვა და პერსპექტივა გაგვიუმჯობესა. ეს არის მართლაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან ასახავს უფრო გაზრდილ ნდობას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან. განსაკუთრებით, ის განმარტება, რაც სააგენტომ წარმოადგინა იმის დასასაბუთებლად, რომ რეიტინგი უნდა გაგვიუმჯობესდეს, ეს არის ძალიან სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სწრაფი ეკონომიკური აღდგენა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ეს არის ზოგადად გაჯანსაღების პროცესი, რაც ჩვენს ეკონომიკაში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ამას ინვესტორები დიდ ყურადღებას აქცევენ და ეს ეხება როგორც ადგილობრივ, ასევე, უცხოელ ინვესტორებს. ეს არის ძალიან კარგი საწინდარი, რომ წლის ბოლოს გვქონდეს მართლაც ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, სრულად გავანულოთ წინა წლის ზარალი და ეკონომიკის შემცირება და გადავიდეთ უფრო მაღალ დონეზე, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის ლიდერის პოზიცია რეგიონში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები