პაპუნა მარგველიძე: თითოეული ჩვენგანის ვალია მუდამ გვახსოვდეს სამშობლოს თავისუფლებისთვის შეწირული გმირები

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, პირველ მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან და ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ყვავილებით შეამკო 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული, პოლიციის ლეიტენანტის გიგა სახელაშვილის მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მის ხსოვნას.

გივი (გიგა) სახელაშვილი 2008 წლის 8 აგვისტოს, გამთენიისას ონის მუნიციპალიტეტის, სოფელ წედისში სნაიპერის მიერ ნასროლ ტყვიას ემსხვერპლა.

”უაღრესად მძიმე დღეა დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში, თითოეული ჩენგანის ვალია მუდამ გვახსოვდეს სამშობლოს თავისუფლებისთვის შეწირული გმირები”, – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები