ხობში 8 აგვისტოს ომის დროს დაღუპულებს პატივი მიაგეს

8 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული 9 ხობელი გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, მერის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ და ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.

მემორიალთან გოგა ბერაიას, მიხეილ იოსავას, ლევან ჭოჭუას, დათა ხურცილავას, გოგა ჭითანავას, ზვიად დათუაშვილის, ლევან ტურავას, გოგიტა ქარჩავას და რამაზ კიტიას სახელთა უკვდავსაყოფად ფოტო გამოფენა – „აგვისტოს გმირები“  მოეწყო.

საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი  ხობის წმინდა სამების სახელობის ეკლესიაში, მღვდელმა კირიონმა (დარასელია) გადაიხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები