„ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანია მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრებით დაიწყო

„ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ ოფიციალური საარჩევნო კამპანია დღეს მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრებით დაიწყო. ზუგდიდის მერობის კანდიდატი დღეს სოფელ რუხსა და ნაწულუკუში იმყოფებოდა, სადაც სხვადასხვა უბნებში მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„საარჩევნო კამპანია მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრებით დავიწყეთ. დღეს სოფელ რუხის და ნაწულუკუს რამდენიმე უბანზე ადგილობრივებს შევხვდი და გეგმები გავაცანი. შეხვედრების ეს ფორმატი უშუალოა, გვიყვებიან საჭიროებებზე. მოსახლეობა კარგად ხედავს რა გაკეთდა, ერთად ვმსჯელობთ არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. მოსახლეობასთან შეხვედრა ჩემთვის ნამდვილად არ არის სიახლე, თუმცა დღეს სხვა ამპლუაში ვარ და ეს ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლოა. იმ გამოწვევებზე რაც მოსახლეობას აქვს მოხდება, პრიორიტეტის მინიჭება, დავგეგმავთ შესაბამის ღონისძიებებს და 4 წლის განმავლობაში ჩვენ შევძლებთ ზუგდიდის მეტ განვითარებას, რათა ჩვენი მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნები და გამოწვევები იყოს დაკმაყოფილებული”, – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

მამუკა წოწერია, ზუგდიდის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეა, მას როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები