კოვიდ19-ის გავრცელების საკითხთან დაკავშირებით გაზეთმა The Washington Post-მა და პორტალმა Drugs.com-მა გამოაქვეყნეს მასალები, რომლებსაც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი განიხილავს. მასალები ასახავენ მონაცემს “დელტა” შტამის რამდენიმე ბოლოდროინდელი აფეთქების შესახებ და ვირუსის ამ შტამის კვლევების შედეგებს, რომლებიც მიმდინარე კვირას გამოქვეყნდება.
ირკვევა, რომ მკვლევარები აღიარებენ ფაქტს, რომ “დელტა” შტამი შეიძლება ახალ ვირუსად ჩაითვალოს. აღმოჩნდა, რომ აცრილ ადამიანებში ვირუსული დატვირთვა შეიძლება იყოს იგივე, როგორიც აუცრელ ადამიანებში. გარდა ამისა, ვაქცინირებული ადამიანი შეიძლება იყოს ისეთივე გადამდები, როგორც აუცრელი.
მედიასაშუალებები წერენ, რომ მიღებული ინფორმაციის შესაბამისად CDC-მა უკვე შეცვალა რეკომენდაციები ნიღბების ტარების შესახებ. პირბადის ტარება კვლავ გახდა სავალდებულო, მათ შორის აცრილი ადამიანებისთვის, მათ შორის ღია სივრცეებშიც.
როგორც ჯანდაცვის ფედერალურმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომელმაც მოითხოვა მისი ვინაობა არ გაემხილათ, “ჩვენ გვჯერა, რომ ინდივიდუალურ დონეზე, აცრილ ადამიანებს შეუძლიათ ვირუსის გავრცელება, რის გამოც ჩვენ განვაახლეთ რეკომენდაციები”.
“დელტა” ვარიანტი აშშ-ის ფედერალურ მაღალჩინოსნებში გაცილებით მეტ შეშფოთებას იწვევს, ვიდრე დანარჩენი ვარიანტები, ამიტომ დოკუმენტში ნათქვამია, რომ მაღალჩინოსნებმა უნდა “აღიარონ, რომ ომი შეცვლილია”.
ახალი კვლევის მიხედვით, ვაქცინირებულ ადამიანებს ვირუსის გადატანა შეუძლიათ.
ასევე აღინიშნება, რომ ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის ყველაზე მაღალი რისკი არსებობს მაღალი ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებში, ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად. ასევე ნათქვამია, რომ ერთ კვირაში აშშ-ში 162 მილიონი აცრილი ამერიკელიდან კორონავირუსის სიმპტომის მქონეს 35 ათას პირს არეგისტრირებენ.
როგორც დეტროიოტის უნივერსიტეტის რისკებზე პასუხისმგებელმა პირმა მეთიუ სიგერმა თქვა, “ახალი ინფექციების შესახებ ინფორმაციის არარსებობა პრობლემა აღმოჩნდა. გამომდინარე იქიდან, რომ ჯანდაცვის მაღალჩინოსნები ვაქცინების მაღალეფექტურობას უსვამდნენ ხაზს, იმის გააზრება, რომ ისინი არ არიან იდეალური, შესაძლოა, ღალატსაც უდრიდეს. უდიდესი სამუშაო ჩავატარეთ საზოგადოების ინფორმირებისთვის, რომ ეს არის სასწაულმოქმედი ვაქცინები. ჩვენ ალბათ ზედმეტი რწმენის მახეში აღმოვჩნდით, რაც ერთ-ერთი პრობლემაა ნებისმიერი კრიზისული კომუნიკაციის პირობებში.”