გიორგი ვაშაძე: ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე ხელისუფლების ლიდერების დავალებების შემსრულებელი იქნება

ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე ხელისუფლების ლიდერების დავალებების შემსრულებელი იქნება, – ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

მისი თქმით, კარგია, რომ ეს ადამიანი მოვალეობის შემსრულებელი მხოლოდ ექვსი თვე იქნება.

„შეგიძლიათ, უმრავლესობის ყველა წევრს ჰკითხოთ, ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის სახელი და გვარი. დარწმუნებული ვარ, მათი 80 პროცენტი ამას ვერ გიპასუხებთ, რატომ? – იმიტომ, რომ არ იციან, ვინ აირჩიეს. გიორგი კალანდრიშვილი მათი ლიდერების დავალებების შემსრულებელი იქნება. კარგია, რომ ეს ადამიანი მოვალეობის შემსრულებელი მხოლოდ ექვსი თვე იქნება. ჩვენი ამოცანაა, რომ ახალი საარჩევნო კოდექსის იმპლემენტაცია მოხდეს და „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბების საშუალებას არ მივცემთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ექვსი თვით გიორგი კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს.

ამასთან, დეპუტატების გადაწყვეტილებით, ცესკო-ს წევრები გახდნენ გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები