ივანე ჩხაიძე: თბილისში, ექიმებს, რომლებიც ჯერ ვერ დარეგისტრირდნენ, შეუძლიათ წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარონ ვაქცინაცია

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ხვალიდან, თბილისში, იმ ექიმებს, რომლებიც ვაქცინაზე ჯერ ვერ დარეგისტრირდნენ, შეუძლიათ აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარონ.

“თბილისში, სტაციონალურ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ტარდება “ფაიზერით” ვაქცინაცია, ის ექიმები, რომლებიც ვერ დარეგისტრიდნენ ან დარეგისტრირდნენ მოგვიანებით პერიოდში, შეუძლიათ ხვალვე მივიდნენ და წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარონ ვაქცინაცია იმ კლინიკებში, სადაც ვაქცინაცია ტარდება”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები