გიორგი გახარია: სამწუხაროდ, მმართველი ძალა ზუსტად დაემსგავსა „ნაცმოძრაობას“ 2012 წელს

“სამწუხაროდ, მმართველი ძალა ზუსტად დაემსგავსა „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წელს”, – ამის შესახებ “საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ადამიანებზე ზეწოლის მოსახდენად სხვადასხვა მეთოდს მიმართავს, რაც შიშის შედეგია.

„მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს, პირდაპირ, ღიად იმიტომ, რომ დღეს, სამწუხაროდ, მმართველი ძალა ზუსტად დაემსგავსა „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წელს. ესე იგი, დღეს, ხელისუფლება, მმართველი ძალა, პარტია, პარტიული „ბოსები“ იყენებენ სახელმწიფოს ყველა ინსტრუმენტს – შემოსავლების სამსახურს, ფინანსურ პოლიციას, პოლიციას, სუს-ს იმისთვის, რომ ადამიანებზე მოახდინონ ზეწოლა ელემენტარული სიმპათიების გამოხატვის. მინდა ყველამ იცოდეს, რომ როდესაც სამსახურიდან დათხოვნა, ფინანსური პოლიციის კერძო ბიზნესზე ზეწოლაა, ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის შიშის შედეგი. პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ მსგავსი ინსტრუმენტები არასდროს გამოგვიყენებია, მე არ გამომიყენებია“, – განაცხადა გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები