ბრაზილიაში, შტატ რიუ-გრანდი-დუ-სულში თოვლი მოვიდა.
როგორც „როიტერი“ ადგილობრივ მეტეროლოგიურ კომპანიაზე დაყრდნობით წერს, თოვლი მოვიდა შტატის სულ მცირე 33 მუნიციპალიტეტში.
უჩვეულოდ დაბალმა ტემპერატურამ ყავის, შაქრის ლერწმისა და ფორთოხლის მოსავალს საფრთხე შეუქმნა.
კლიმატური ცვლილებების საფუძველზე რეგიონში აღნიშნულ პროდუქტებზე ფასებმა მოიმატა.