გიგა ბოკერია: შარლ მიშელისგან ვითარების ადეკვატური რეაგირება არ ყოფილა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მხრიდან მოცემულ ვითარებას ადეკვატური შეფასება არ მოჰყოლია, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.
„სამწუხაროდ, კვლავ არ იყო პრეზიდენტ მიშელის რეაგირება ვითარების ადეკვატური და ეს განცხადება, მაგრამ როდესაც ჩვენი საზოგადოება მისცემს ადეკვატურ რეაქციას ამ რეჟიმს ოქტომბრის არჩევნებზე, რა თქმა უნდა, თავისუფალი სამყარო, ევროკავშირი და შეერთებული შტატები იქნებიან საქართველოს დემოკრატიის და სუვერენიტეტის მხარდამჭერები.
ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ადგილზე და შემდეგ ამ მოქმედებას დაეწევა ადეკვატური რეაქცია ყველა ჩვენი პარტნიორის და პრეზიდენტ მიშელისაც“, – აღნიშნა ბოკერიამ.