სოზარ სუბარი: შარლ მიშელის დოკუმენტის მიზანი იყო, რომ შეგვეწყვიტა ის დესტაბილიზაციის, საბოტაჟისა და კონსტიტუციური რყევის მცდელობები, რასაც ოპოზიციის მხრიდან ჰქონდა ადგილი

“შარლ მიშელის დოკუმენტის მიზანი იყო, რომ შეგვეწყვიტა ის დესტაბილიზაციის, საბოტაჟისა და კონსტიტუციური რყევის მცდელობები, რასაც ოპოზიციის მხრიდან ჰქონდა ადგილი”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტმა ამოწურა თავისი თავი და შესაბამისად, მოხდა მისი ანულირება.

„შარლ მიშელის დოკუმენტის მიზანი იყო, რომ შეგვეწყვიტა ის დესტაბილიზაციის, საბოტაჟისა და კონსტიტუციური რყევის მცდელობები, რასაც ოპოზიციის მხრიდან ჰქონდა ადგილი. მოკლევადიან პერსპექტივაში ამ დოკუმენტმა შეასრულა ეს როლი, ოპოზიცია შემოვიდა პარლამენტში, თუმცა მათ ხელი არ მოაწერეს ამ დოკუმენტს, არ აიღეს პასუხისმგებლობა სტაბილურობაზე და ქვეყნის მთლიანობაზე. დღემდე, ამ წუთამდე ოპოზიცია დაკავებულია საბოტაჟით და შესაბამისად, ბუნებრივია ამ დოკუმენტმა აზრი დაკარგა. პირიქით, ამ დოკუმენტს ისინი იყენებდნენ სწორედ იმისთვის, რომ გაეგრძელებინათ საბოტაჟი და გაეგრძელებინათ კონსტიტუციური შერყევის მცდელობა. ბუნებრივია ამას არ დავუშვებდით და ამიტომაც ჩავთვალეთ, რომ დოკუმენტმა ამოწურა თავისი თავი და შესაბამისად, მოხდა მისი ანულირება. ეს იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი ამ შემთხვევაში. ამ დოკუმენტის ერთ-ერთი დამსახურება ისიც იყო, რომ ბოლომდე გამოაჩინა „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული სახე, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან აფილირებული იმ პოლიტიკური პარტიების სახე, რომელთა ერთადერთი მიზანი არის, რომ როგორმე ავნონ ქვეყანას და როგორმე დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ამის საშუალებას ქართველი ხალხი და ჩვენ არ მივცემთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები