14 წლის მხატვარი პანდემიის პირისპირ, შეწყვეტილი პაუზა და შოთა რუსთაველის პორტრეტის შექმნის ამბავი

დაიბადა 2007 წლის 22 ივლისს.  ახლახან 14 წლის გახდა.  მეცხრე კლასში გადავიდა, სწავლობს თბილისის 159-ე საჯარო სკოლაში. 45 წლის ასაკიდან ხატავ, ინტენსიური მუშაობა კი პანდემიის დროს დაიწყო. ჯერ არ იცის, სწავლას სად გააგრძელებს, მაგრამ ხატვა მისი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრია. თვითნასწავლი მხატვრის, მარი ბაქარაშვილის პერსონა.

„ხატვა ადრეული ბავშვობიდან  უყვარდა, სულ ფანქარი ეჭირა, სახლის კედლები აჭრელებული იყო მისი ნახატებით, 4-5 წლის ასაკში, ბავშვი რასაც ხედავდა, იმას ხატავდა… თუ თამაშობდა, მოულოდნელად ტოვებდა ბავშვებს, ფურცელს იღებდა და ხატვას იწყებდა… ძალიან წყნარი ბუნების იყო. ერთ მშვენიერ დღეს, ალბათ 9 წლის იქნებოდა, ყველა ნახატი ჩამოხსნა და გადამალა. მერე იყო პაუზა… იშვიათად ხატავდა.
„კოვიდმა“ და ჩაკეტილმა ცხოვრებამ დიდი როლი შეასრულა, რომ ინტენსიურად ეხატა. სტრესმა ფუნჯი ააღებინა და დაიწყო ხატვა“… –  ამბობს ბებია, ლალი ჩხეიძე.
უკვე ოცამდე ნამუშევრის ავტორია. მართალია სწავლასთან ერთად ცოტა ძნელია ხატვისთვის დროის დათმობა, მაგრამ ამბობს, რომ თავისუფალი დრო ყოველთვის გამოინახება.

პირველი ნახატები იყო მზე, ყვავილები და მულტფილმების გმირები ჩემს ცხოვრებაში საინტერესო ამბავიც მოხდა – ლიტერატურის მასწავლებელმა მთხოვა ვეფხისტყაოსნის რომელიმე გმირის დახატვა, მე კი გმირის მაგივრად ავტორი დავხატე... ასე შეიქმნა შოთა რუსთაველის პორტრეტი.
უყვარს ყვითელი ფერი, მხატვრებიდან – ვან გოგი და ედგარ დეგა…
როცა საინტერესო წიგნს კითხულობს, მოულოდნელად წიგნს გადადებს გვერდით, მიუჯდება პატარა მაგიდას და იწყებს ხატვას…

ხატვის დროს სიწყნარე უნდა იყოს წინასწარი დაგეგმის გარეშე ხატავ, სხედვართ, ვსაუბრობთ  და უცებ გავდივარ მეორე ოთახში, ფანტაზიაც თავისით მოდის… ზოგ ნახატს ერთ თვესაც ვანდომებ“
მთავარია განწყობა… და კიდევ, დიდი სურვილი ხატვისა… დანარჩენს დრო გადაწყვეტს…

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები