სოზარ სუბარი – საქართველოში კარგად იცის ხალხმა, რომ არჩევნები თუ ყალბდება იმ არჩევნებს დაცვა სჭირდება, მაგრამ ყველამ კარგად იცოდა რომ არ გაყალბებულა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის სოზარ სუბარის შეფასებით, ოპოზიციამ ძალიან კარგად იცოდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. „ეს კარგად გამოჩნდა დღევანდელ შეფასებებშიც”, – ამის შესახებ განაცხადა მან დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, სადაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნას განიხილავენ.

მისი თქმით, ოპოზიციის მიზანია საზოგადოებაში მოახდინონ პროცესის დისკრედიტაცია, და ინსტიტუტებისადმი ნდობის შერყევა, მაგრამ ისინი საბოლოოდ მხოლოდ საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენენ.
„ეს კარგად გამოჩნდა აქციებზეც სადაც მობილიზებას აკეთებდა 30 პარტია ერთად და რამდენიმე ათას კაცზე მეტს ვერ მოუყარეს თავი, თორემ როცა ხალხმა იცის, რომ არჩევნები გაყალბდა, იმ 1 მილიონი ადამიანიდან, რომელმაც ხმა მისცა ოპოზიციას, 10% მაინც გამოვიდოდა.
საქართველოში კარგად იცის ხალხმა, რომ არჩევნები თუ ყალბდება იმ არჩევნებს დაცვა სჭირდება, მაგრამ ყველამ კარგად იცოდა რომ არ გაყალბებულა. აქაც უბრალოდ მართლა ვერაფერს ვერ მიაღწევენ გარდა იმისა, რომ საკუთარი თავის მიმართ ნდობა დაეკარგებათ და ამ პროცესით, რაც მათ წამოიწყეს, 6-თვიანი ქვეყნის ჯანჯღარი და შემდეგ საგამოძიებო კომისიაში არ მონაწილეობა, ამის შედეგი კარგად გამოჩნდება წელს ოქტომბრის არჩევნებზე”- განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები