ტექნიკური დახმარების პროგრამაში ცვლილებები შედის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამაში” ცვლილებები შედის, – ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ეძლევათ დამატებითი შესაძლებლობა, უზრუნველყონ საკუთარი საქმიანობის და წარმოებული პროდუქციის საერთაშორისო სტანდარტებში მოქცევა. „ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამას“ ორი ახალი მიზნობრიობა ემატება, რაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მართვის საკონსულტაციო მომსახურებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ღირებულების თანადაფინანსებას გულისხმობს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მართვის საკონსულტაციო მომსახურეობის შემთხვევაში, თანადაფინანსება შეადგენს 80% -ს და არაუმეტეს 15,000 ლარს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შემთხვევაში – სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ღირებულების 70% -ს და არაუმეტეს 750 ლარს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები