ამირან გამყრელიძე: სამწუხაროდ, ეპიდსიტუაცია სულ უფრო და უფრო რთულდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გართულდა.
“სამწუხაროდ, ეპიდსიტუაცია სულ უფრო და უფრო რთულდება. ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა ძალიან სერიოზულია. დაახლოებით 24000-მდე აქტიური შემთხვევაა. საავადმყოფოების გადატვირთვა სახეზეა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მოსახლეობამ, ჩვენ ერთად დავიცვათ რეგულაციები”,- განაცხადა გამყრელიძემ “კურიერთან” საუბრისას.