ვახტანგ გომელაური: დაკავებულია ნარკორეალიზატორი, ვისგანაც ლექსომ ნარკოტიკული საშუალება შეიძინა
“დაკავებულია ნარკორეალიზატორი, ვისგანაც ლექსომ ნარკოტიკული საშუალება შეიძინა”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პოლიციამ 2 ივნისიდან დღემდე 28 ნარკორეალიზატორი დააკავა.
“დაკავებულია ნარკორეალიზატორი ვისგანაც ლექსომ ნარკოტიკული საშუალება შეიძინა. პოლიციამ 2 ივნისიდან დღემდე 28 ნარკორეალიზატორი დააკავა, რომელებიც ყიდდნენ წამალს. 5 ნარკორეალიზატორის დაკავება მოხდა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.