რა ბედი ელით კოვიდკლინიკებს ეპიდსიტუაციის დასტაბილურების შემდეგ – თამარ გაბუნიას განმარტება

“კლინიკები არცერთ შემთხვევაში არ იხურება, დემობილიზაცია ნიშნავს იმას, რომ კლინიკა ჩვეული საქმიანობის რეჟიმს უბრუნდება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, თუ სიტუაცია გაუმჯობესდება, კლინიკები ექსკლუზიურად კოვიდ სერვისიდან ისევ მრავალპროფილური, ან პედიატრიული ბაზისური სერვისის მიწოდებაზე გადადიან.

„დახურვას ამ შემთხვევაში ნუ ვიტყვით – არასწორია. კლინიკები არცერთ შემთხვევაში არ იხურება. დემობილიზაცია ნიშნავს იმას, რომ კლინიკა ჩვეული საქმიანობის რეჟიმს უბრუნდება. ექსკლუზიურად კოვიდ სერვისიდან ისევ მრავალპროფილური, ან პედიატრიული ბაზისური სერვისის მიწოდებაზე გადადის. ამ შემთხვევაში, როდესაც მაჩვენებელი შემცირდა, კლინიკებს 2 კვირით ადრე ვუგზავნით შეტყობინებას, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, თუ ამ მდგომარეობაში შენარჩუნდება მათი დემობილიზაცია, შესაძლოა განხორციელდეს. თუმცა, თუ 2 კვირის განმავლობაში სიტუაცია გაუარესდება, მაშინ ესეც მათ ეცნობებათ, რომ უნდა გააგრძელონ ისევ კოვიდ რეჟიმზე მუშაობა“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები