ნათია თურნავა: ევროკავშირი არის და დარჩება საქართველოში რეფორმების მთავარ მხარდამჭერად

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ევროკავშირი არის და დარჩება საქართველოში რეფორმების მთავარ მხარდამჭერად.

მისივე თქმით, ევროკავშირის მხრიდან რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ძალიან დიდი დახმარებები იქნება გამოყოფილი.

„ასოცირებული ტრიოს“ შეხვედრა ძალიან პოზიტიურად წარიმართა, კარგი და პროდუქტიული შეხვედრები იყო. აქ საუბარია სამი ქვეყნის თანამშრომლობასა და ძალისხმევის სინერგიაზე, მათ შორის, ევროკავშირთან მიმართებით. ევროკავშირი არის და კვლავაც დარჩება მთავარი ლოკომოტივი ჩვენი რეფორმების, მთავარი მხარდამჭერი ძალა. მაგრამ როდესაც არის რეგიონული თანამშრომლობა, გაცილებით უფრო მარტივია საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა. ასევე, შეგახსენებთ, რომ ძალიან დიდი დახმარებები იქნება გამოყოფილი ევროკავშირის მხრიდან რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აქაც მნიშვნელოვანია, რომ სამმა ქვეყანამ ერთმანეთთან და ევროკავშირთან ითანამშრომლოს”, – განაცხადა თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები