რომან გოცირიძე: კალაძე ერთადერთია, ვისაც ალტერნატივა არ ჰყავს, მმართველ გუნდში საკადრო კრიზისია

“კალაძე ერთადერთია, ვისაც ალტერნატივა არ ჰყავს, რადგან მმართველ გუნდში სერიოზული საკადრო კრიზისია”, –ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „ქართული ოცნების“ მიერ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, უკვე ყველას რცხვენია გაკოტრებულ „ქართულ ოცნებასთან“ ყოფნა.

„ქართულ ოცნებაში“ ადამიანი არ დარჩა, ვისაც კოლმეურნეობის თავმჯდომარედ დანიშნავენ, ბრიგადირების დონის კადრები შემორჩათ. კალაძე ერთადერთია, ვისაც ალტერნატივა არ ჰყავს, რადგან მმართველ გუნდში სერიოზული საკადრო კრიზისია. „ქართუს“ რესურსი ამოიწურა, მისი დაცვა და ექიმი მინისტრები არიან, დღეს რომელიმე თანამდებობაზე შეიძლება, „ქართუს“ მზარეული მოგვევლინოს, „ქართუს“ რესურსი ამოიწურა. უკვე ყველას რცხვენია გაკოტრებულ „ქართულ ოცნებასთან“ ყოფნა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები