პრემიერი: გამოდის, რომ პირველ ექვს თვეში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება, დაახლოებით, 12%-ით

“აპრილის თვეში ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, 45 %, რაც მართლა უპრეცენდენტო იყო არა მხოლოდ რეგიონში, არამედ, შეიძლება ითქვას, რომ მთელი ევროპის მასშტაბით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, საბოლოოდ, გამოდის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება დაახლოებით 12%-ით.

„როდესაც რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტეთ შეზღუდვების მოხსნა, რა თქმა უნდა, მაშინ ჩვენ ვიხელმძღვანელეთ ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ახლაც თუ რამეს ვაკეთებთ, ჩვენი ხალხისა და მათი ინტერესებისთვის. ჩვენ მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, რა თქმა უნდა, კონკრეტული შედეგი გამოიღო, რაც აისახა იმაში, რომ აპრილის თვეში ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, 45 %, რაც მართლა უპრეცენდენტო იყო არა მხოლოდ რეგიონში, არამედ, შეიძლება ითქვას, რომ მთელი ევროპის მასშტაბით. მაისის თვეში გვქონდა ასევე ძალიან მაღალი ზრდა 25%-ის ფარგლებში. წინასწარი ინფორმაცია მაქვს, რომ ივნისის თვეში გვექნება ასევე საკმაოდ მაღალი ზრდა და ეს იქნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, დაახლოებით 15-დან 18%-მდე. საბოლოო ჯამში, გამოდის რომ პირველი ექვს თვეშ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება დაახლოებით 12%-ით. ამან რა თქმა უნდა, დამატებითი რესურსების მობილიზების საშუალება მოგვცა ბიუჯეტში, ფინანსთა მინისტრმა მოამზადა შესაბამისი ცვლილება და წარადგინა პარლამენტში ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები