ნათია თურნავა: მიუხედავად პანდემიისა, რომელსაც ჯერ კიდევ ვებრძვით, ვხედავთ ეკონომიკის გაჯანსაღების, ექსპორტის ზრდის და ტურიზმის გარკვეულწილად გამოცოცხლების ნიშნებს

“მიუხედავად პანდემიისა, რომელსაც ჯერ კიდევ ვებრძვით, ვხედავთ ეკონომიკის გაჯანსაღების, ექსპორტის ზრდის და ტურიზმის გარკვეულწილად გამოცოცხლების ნიშნებს”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური არასტაბილურობა ეკონომიკურ განვითარებას აზიანებს.

“რა თქმა უნდა, პოლიტიკური არასტაბილურობა ყოველთვის აზიანებს ეკონომიკურ განვითარებას. ახლა, მიუხედავად პანდემიისა, რომელსაც ჯერ კიდევ ვებრძვით, ვხედავთ ეკონომიკის გაჯანსაღების, ექსპორტის ზრდის და ტურიზმის გარკვეულწილად გამოცოცხლების ნიშნებს. ჩვენ, ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ ამ პოზიტივს და გავაძლიეროთ. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ნებისმიერმა ოპოზიციურმა ძალამ იგრძნოს და გაიზიაროს სრული სიმძიმით ეს პასუხისმგებლობა. ჩვენ ადამიანის უფლებები დაცვის ერთგული მთავრობა ვართ”, – განაცხადა თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები