დღევანდელი მონაცემებით, საქართველოდან 5 მილიონ 411 ათასი აშშ დოლარის მოცვია ექსპორტირებული

მიმდინარე წლის 1 -ელი მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა 916 ტონა მოცვის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 5 მილიონ 411 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოცვის ექსპორტის მოცულობა 269 ტონით (42%), ხოლო ღირებულება 1 მილიონ 685 ათასი აშშ დოლარით (45%) გაიზარდა. ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (841.9 ტონა), ასევე, მცირე რაოდენობით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (26.4 ტონა), უკრაინაში (21.1 ტონა), გერმანიაში (10.9 ტონა), ბულგარეთში (4.6 ტონა), სომხეთში (4.0 ტონა), ყატარში (2.9 ტონა), მალაიზიაში (1.1 ტონა), მოლდოვაში (0.9 ტონა), სიანგანში (0.8 ტონა), ბაჰრეინში (0.8 ტონა) და ლიბანში (0.3 ტონა), – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები