ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ამოცანა გვეკითხება, რომ არ გვქონოდა ამდენი პოლიტიკური კრიზისი და არ ყოფილიყო პანდემია, სად იქნებოდა ქართული ეკონომიკა დღეს?

“ამდენი პოლიტიკური დაძაბულობის, კოვიდით გამოწვეული კრიზისის ფონზე, რაღაც კარგიც ხდება ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ, ივნისში ექსპორტის ზრდამ წინა წლის ივნისთან შედარებით 30.1 პროცენტი შეადგინა,” – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი საქსტატის მიერ 2021 წლის ივნისში საგარეო ვაჭრობის წინასწარ მონაცემებს თავის ფეისბუქ პოსტში.
ექსპერტის ინფორმაციით, „ექსპორტი ხდება თანათან სულ იფრო დივერსიფიცირებული. საქსტატი ამბობს: 2021 წლის ივნისში ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.7 პროცენტით გაიზარდა და 256.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 40.4%-ით აღემატება პანდემიამდე პერიოდის – 2019 წლის ივნისის მონაცემს (წინა წლის ივნისშიც ადგილობრივი ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა). ივნისში იმპორტი 37.5 პროცენტით გაიზარდა და 837.2 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. შესაბამისად, სავაჭრო დეფიციტი 147.5 მლნ. აშშ. დოლარით გაიზარდა და 488.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა“.

ნიკოლოზ მჭედლიშვილის განცხადებით, 2021 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთში (40.7%-ით, 289.9 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა), რუსეთში (40.2%-ით, 263.3 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა), თურქეთში (61.1%-ით, 165.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა), უკრაინაში (65.3%-ით, 137.9 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა), აზერბაიჯანსა (20.1%-ით, 244.4 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა) და აშშ-ში (79.1%-ით და 65.7 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა).
„ამოცანა გვეკითხება, რომ არ გვქონოდა ამდენი პოლიტიკური კრიზისი და არ ყოფილიყო პანდემია, სად იქნებოდა ქართული ეკონომიკა დღეს?“, – კითხულობს ექსპერტი თავის “ფეისბუქ” პოსტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები