როგორია 17 ივლისის კოვიდსტატისტიკა საქართველოში
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 808 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 361 პაციენტი. მონაცემები stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 386 195 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 363 318 ადამინი, გარდაიცვალა 5 538 პაციენტი.