დევი ტაბიძე: ჩვენი ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს, გადაივსო ეს კლინიკები, ყველაფერს აქვს თავისი ზომა
“ჩვენი ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს, გადაივსო ეს კლინიკები, ყველაფერს აქვს თავისი ზომა”, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, დევი ტაბიძემ ,,რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაციას შეუძლია, სურათი შეცვალოს და იმ შემთხვევაში, თუ ზრდასრული ადამიანები აიცრებიან, ეს ბავშვებს ინფიცირებისგან დიდწილად დაიცავს.
“ჩვენი ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს. რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაისვა საკითხი და მალე ექნება 40 ადგილი, თავის ინტენსიური თერაპიით, ბავშვებისათვის. რატომ უნდა დაგვჭირვებოდა ეს მაშინ, როდესაც 2 სარეანიმაციო-უშველებელი ბლოკი გვაქვს, 400-მდე საწოლი და დღეს უკვე 200-ზე მეტი პაციენტი წევს კლინიკაში. აღარ ვსაუბრობ ემერჯენსიზე და რეანიმაციულ განყოფილებაზე. გადაივსო ეს კლინიკები. ყველაფერს აქვს თავისი ზომა,” – განაცხადა დევი ტაბიძემ.