ბიზნესმენი არჩილ მთიულიშვილი უარყოფს, რომ გიორგი გახარიას მხარდამჭერია

ბიზნესმენი არჩილ მთიულიშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარტიის –  „საქართველოსთვის“ და გიორგი გახარიას მხარდამჭერია.

როგორც ბიზნესმენი ამბობს, გიორგი გახარია იმყოფებოდა მათ სოფელში, შეხვედრა მოხდა, რამაც შეიძლება, ხალხი შეცდომაში შეიყვანა.
„მოხდა გაუგებრობა, გიორგი გახარია იმყოფებოდა ჩვენს სოფელში, გმირთა მოედანზე, ასეთი შეხვედრა მოხდა, მაგრამ ხალხი შეიძლება, შეცდომაში შევიდა იმიტომ, რომ ჩემ გვერდით დაინახეს. ვიღაცას ჰქონდა იმის ილუზიები, რომ მისი დამფინანსებელი ვიქნებოდი, ეს ასე არ არის. შეიძლება, მეც ვიყავი შეცდომაში, ისევ მეგონა, რომ „ოცნების“ გვერდით იყო. მე არ ვარ მისი მხარდამჭერი, რადგან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვარ. თუ რამე დახმარება გვაქვს მიღებული, გვაქვს „ოცნების“ დახმარებით. ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, ფერმერებმა რომ რაღაც შევძელით და მივაღწიეთ. ყოველთვის ვიდექი „ქართული ოცნების“ გვერდით და ვიქნები დღესაც, რადგან სტაბილურობას ვხედავ მარტო „ოცნების“ გვერდით“, – აცხადებს ბიზნესმენი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები