ამირან სალუქვაძე გიგა ბოკერიას: სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაზე გადავიდნენ, ქვეყანას ებრძვიან, ნუ “ინერვიულებთ”, არ გადავიჩეხებით წლევანდელი ბიუჯეტი დაგეგმილთან შედარებით, 1.174 მლრდ ლარით იზრდება

სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაზე გადავიდნენ. მთელ მოსახლეობას და ქვეყანას ებრძვიან. სახელმწიფოს დახმარება შეუწყვიტეთო. უფსკრულში რომ გადავიჩეხოთ, დახმარება მაინც არ გვიშველისო, – ექსპერტი ამირან სალუქვაძე გიგა ბოკერიას აღნიშნულ კომენტარს ეხმიანება.

სალუქვაძის თქმით არჩევნებზე გამოჩნდება უფსკრულში ვინ გადაიჩეხება.

,,ნუ “ინერვიულებთ”, არ . გადავიჩეხებით წლევანდელი ბიუჯეტი, მიუხედავად პანდემიისა, დაგეგმილთან შედარებით, 1 მილიარდ 174 მილიონი ლარით იზრდება. უფსკრულში ვინ გადაიჩეხება, არჩევნები გამოაჩენს. მთლად დაკარგეს კლასი. არა, მავნებლობის, ნეგატიური დღის წესრიგის და საბოტაჟის კვალიფიკაციას ინარჩუნებენ.

მერე უკვირთ, რატომ არ მომწონს მთელი ოპოზიცია. პირადს გარდა, რის დასაწერად ვერ მოვიცალე, ასეთი განცხადებებიც და ქვეყნის წინააღმდეგ საერთაშორისო არენაზე ომიც საკმარისია.
ადრე ვამბობდი, რომ მესამე ძალა იყო საჭირო. ვცდებოდი, ქვეყანას, ნორმალური განვითარებისთვის, მეორე, ხელისუფლების საპირწონე ძალა სჭირდება”, –  წერს სალუქვაძე “facebook’ – ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები