საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ჩეხეთის კარიტასმა პულსოქსიმეტრები გადასცა

კოვიდ 19 ბრძოლის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ჩეხეთის კარიტასმა პულსოქსიმეტრები გადასცა.

აღნიშნული სამედიცინო ინვენტარი განკუთვნილია სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონების, ასევე, დუშეთის მუნიციპალიტეტის ამბულატორიებისთვის.

პულსოქსიმეტრების გადაცემა Visegrad-ის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილია. ღონისძიებას ჩეხეთის კარიტასის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი იან ბლინკა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი თავდიშვილი ესწრებოდნენ.

„მოხარული ვარ, რომ იმ სამედიცინო ინვენტარის უზრუნველყოფა შეგვიძლია, რომელიც სისხლში ჟანგბადის დონის განსაზღვრისათვის არის საჭირო. კოვიდპაციენტებისთვის სისხლში ჟანგბადის დაბალი მაჩვენებელი, შესაძლოა, სამედიცინო ინტერვენციის საჭიროების ერთ-ერთი ადრეული ნიშანი იყოს“, – განაცხადა იან ბლინკამ.

„დღეს ჩეხეთის კარიტასმა ჩვენს ცენტრს პულსოქსიმეტრები გადასცა, რომელიც სოფლის ამბულატორიებს და ექიმებს გადაეცემათ. აღნიშული მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ COVID-19-ის მართვაში. მადლობას ვუხდით ჩეხეთის კარიტასს ამ მნიშნელოვანი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ გიორგი თავდიშვილმა.

პროექტს ჩეხეთის კარიტასი 2021 წლის იანვრიდან ახორციელებს. შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის კარიტასი საქართველოში, მუდმივად თანამშრომლობს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან და კოვიდ-19-ის შემთხვევების მართვის მიმართულებით, მათ არაერთი წარმატებული პროექტი აქვთ განხორციელებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები