ლევან ნიკოლეიშვილი: ეს ის ბოკერიაა, რომლის შექმნილი რეჟიმის დროს ადამიანს ხმის ამოღებისთვის სასტიკად უსწორდებოდნენ

ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი ,,ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება.

მისი თქმით, ეს ის ბოკერიაა, რომლის შექმნილი რეჟიმის დროს ადამიანს ხმის ამოღებისთვის სასტიკად უსწორდებოდნენ.

,,ეს ის ბოკერიაა, რომლის შექმნილი რეჟიმის დროს ადამიანს ხმის ამოღებისთვის სასტიკად უსწორდებოდნენ, კლავდნენ, არბევდნენ და გვამებს სახურავებზე ყრიდნენ! ეს ის ბოკერიაა, რომელმაც ლამის ეკლესიაში სიარული აუკრძალა ქართველ ხალხს!,”- წერს facebook-ზე ლევან ნიკოლეიშვილი.

,,ადამიანი რაც არის, იმის თქმა თუ არ შეუძლია, ეს არის ჯოჯოხეთში ცხოვრება,” – განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები