უკრაინაში, დონეცკის ოლქში, კონსტანტინოვკაში, საცხოვრებელ უბანზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ, დონეცკის ოლქის ხელმძღვანელმა, ვადიმ ფილაშკინმა განაცხადა.
მისივე ცნობით, რუსულმა ჯარებმა ქალაქზე 250 კილოგრამიანი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს.
პროკურატურამ დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ეხება ომის დანაშაულს – უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილს.
როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, კონსტანტინოვკა ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარეობს და ხშირად ხდება საარტილერიო თუ საავიაციო თავდასხმების სამიზნე.